თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა და ახლა ირანული რაკეტების შესაძენად ემზადება. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ კორეის სახალხო რესპუბლიკამ, რუსეთს, ცოტა ხნის წინ, ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. 2023 წლის 30 დეკემბერს, რუსულმა ძალებმა, ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ერთი რაკეტა, უკრაინაში გაუშვეს“, - თქვა მედიასთან ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. მისივე განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ “რუსეთი,  უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, ჩრდილოეთ კორეისგან მიღებულ რაკეტებს, მომავალშიც გამოიყენებს ”.

ჯონ კირბიმ ასევე დაადასტურა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანული რაკეტების შესაძენად ემზადება, თუმცა შეთანხმების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მოსკოვი ირანულ რაკეტებს გაზაფხულისთვის ელოდება.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *