თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი, საქართველოს პარლამენტში უკვე მეორე მოსმენით დამტკიცებულ რუსულ კანონს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია იმით, თუ რა საფრთხის შექმნა შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით. 

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით და იმით, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით. და უფრო კრიტიკულად, რისი გაკეთება შეუძლია მას პოტენციურად იმისათვის, რომ დაარღვიოს დემოკრატიის ძლიერი, ენერგიული, დემოკრატიული პრინციპები, რომლითაც საქართველო სამართლიანად ამაყობს. საქართველოში არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლებაზე კრიტიკულ კონტროლს ემსახურება. ჩვენ შეგვძულდება რაიმე სახის წინსვლა საკანონმდებლო მიმართულებით, რაც სადავოს გახდის ამ უნარს საქართველოს შიგნით ან გაურთულებს ქართველ ხალხს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას", - აღნიშნავს ჯონ კირბი. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *