ოფიციალური კიევი ქალაქ ხარკოვში რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება. ქალაქის მერმა იჰორ ტერეჰოვმა თქვა, რომ ხარკოვში სულ მცირე ექვსი აფეთქება დაფიქსირდა.

განგაშის სიგნალია ჩართული ლვოვშიც, რომელიც რუსული დრონების სამიზნედ იქცა - წერს რეგიონის გუბერნატორი მაკსიმ კოზიცკი Telegram-ში.

გავრცელდა ინფორმაცია შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში დრონით განხორციელებულ თავდასხმებზეც. უკრაინული მედია იუწყება, რომ მრავალსართულიან შენობას ცეცხლი საჰაერო თავდასხმის შემდეგ გაუჩნდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები კი, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.  

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *