“ისრაელი, ღაზას სექტორის პალესტინელი მოსახლეობისგან გაწმენდას, სამხედრო შეტევითა და ევაკუაციის ბრძანებით ცდილობს.”- პალესტინელ ლტოლვილთა გაეროს სააგენტოს გენერალური კომისრის, ფილიპ ლაზარინის ამ განცხადებას, ისრაელის მთავრობამ “აღმაშფოთებელი და მცდარი” უწოდა.

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მზადაა ხანგრძლივად იბრძოლოს ღაზას სექტორში “ჰამასის” მმართველების საბოლოოდ დასამარცხებლად.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უარი თქვა საერთაშორისო მოწოდებაზე, ღაზას სექტორში სამხედრო შეტევის დასრულების შესახებ და თქვა, რომ “ჰამასის” მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას “დრო დასჭირდება”. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *