რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენითაც დაამტკიცა შესწორებები კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“, რის შედეგადაც „უცხოელ აგენტებად“ რეგისტრირებულ პირებს ყველა დონის არჩევნებში ეკრძალებათ კანდიდატებად მონაწილეობა.

შესწორებების თანახმად, პირები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ „უცხოეთის აგენტების“ სიაში, ასევე ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ უწყებებთან კავშირების მქონეთა სიაში არიან შეყვანილი, ვერ შეძლებენ იყვნენ კანდიდატები, დამკვირვებლები, კანდიდატებისა და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები ან მათი წარმომადგენლები.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში „უცხოეთის აგენტებად“ მიჩნეული პირები ამჟამად არ არიან, თუმცა ასეთები არიან მოსკოვის საქალაქო სათათბიროში, პეტერბურგის საკანონმდებლო საბჭოში, კომის რესპუბლიკის საკანონმდებლო საბჭოსა და მუნიციპალურ დეპუტატებს შორის.

კანონში მიღებული შესწორებები მათთვის უფლებამოსილების დროზე ადრე ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *