ინტერვიუ GSAC-ის ექსპერტთან, ვანო მაჭავარიანთან: 

"ერთპარტიული მმართველობისთვის დამხასიათებელია, რომ ყველაფერი მათ ხელში უნდა გადიოდეს. მხოლოდ ის ფაქტოი, რომ როგორც აუდიტის სამსახურმა აჩვენა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების 91% მხოლოდ "ქართული ოცნების" მიმართულებით მიდის და არცერთ ბიზნესს არ აქვს სურვილი დააფინანსოს სხვა ოპოზიციური პარტიები, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ერთპარტიული რუსული ტიპის მმართველობაზე, რომელსაც ასევე ახასიათებს შეტევა დასავლელ დონორებზე, რომლებიც აფინანსებენ დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ინიციატივებს"

"ხელისუფლებას არ უჩნდება კითხვები რუსულ დაფინანსებასა და ინიციატივებთან დაკავშირებით. უზარმაზარი დაფინანსება შემოდის, როგორც შავი ფული, ისე პირდაპირი დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებისთვის"

"დღევანდელმა ხელისუფლებამ, 2012 წელს მმართველობა დაიწყო, როგორც დემოკრატიულმა ერთობა-კოალიციამ და აგრძელებს და უნდა რომ დაამთავროს 2024 წელს დიდი ალბათობით, როგორც რუსული ტიპის მმართველმა" "ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია არ ითვალისწინებს ორმხრივ მოგებას - ჩინეთი ატარებს თავის ინტერესებს და თუ საქართველოში შემოვა, შეეცდება მაქსიმალურად ყველაფერი თავის ხელში აიღოს და მაგალითად, დაეუფლოს ანაკლიის პორტს"

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *